logo
ENG



რუსეთის ძალებმა კიევში ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

27 თებ 202200:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/h9a2gz6aanl6xfh.jpg

რუსეთის ძალებმა კიევში მდებარე ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს, "ოხმატდიტს" ცეცხლი გაუხსნეს. საარტილერიო თავდასხმის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. მათ სხვადასხვა სიმძიმის, კიდურების დაზიანებები აქვთ. 

ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა საავადმყოფოს ცეცხლი გამიზნულად გაუხსნეს, სწორედ მაშინ, როდესაც შენობაში სხვა დაშავებული ბავშვები შეჰყავდათ. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა